ფეხბურთი

0:45 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტურამის ჰეთ-თრიქით "ინტერმა" 10-კაციანი "ტორინო" დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ინტერმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა, რომელიც დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მატჩის გმირი მარკუს ტურამი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. თუმცა, მანამდე, ფრანგმა თავისი გუნდისთვის წითელი ბარათი გამოიმუშავა, როცა მის წინააღმდეგ უხეშობისთვის გილერმო მარიპანი გააძევეს. ეს მე-20 წუთზე და 0:0-ზე მოხდა, შესაბამისად, „ინტერმა“ 70 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში ითამაშა.

ტურამმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, 10 წუთში დუბლიც გაიფორმა. ტურინელებმა ერთ წუთში გაქვითეს ერთი ბურთი, თუმცა, შეტევა ძალიან უჭირდათ. მეორე ტაიმში ჯერ ტურამმა გაიფორმა ჰეთ-თრიქი, ბოლოს სტუმრებმა სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს, მაგრამ ქულა ვეღარ გადაარჩინეს.

„ინტერი“ 14 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, „რომას“ ესტუმრება. „ტორინო“ 11 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

„ინტერი“ – „მონაკო“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ტურამი (25), 2:0 ტურამი (35), 2:1 საპატა (36), 3:1 ტურამი (60), 3:2 ვლაშიჩი (86, პენ)

0.117009