ფეხბურთი

22:21 | 5.10.2024 | ნანახია 1269 - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ, წარმოუდგენელი დღე იყო"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „ოსერთან“ (3:1) ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„მადლობა მხარდაჭერისთვის, წარმოუდგენელი დღე იყო და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, ჩემი პირველი ჰეთ-თრიქით და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგის“ მაისურით „ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე იყო).

დავითაშვილი „სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი! ის გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმა“ პენალტით გაიტანეს.

„სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილი მანამდე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, რომელსაც შეკრებაზე ფანტასტიკურ განწყობასა და ფორმაში შეუერთდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:04 | 06.10.2024
ogafa (10220)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.095907
სარეკლამო ადგილი - 99
X x X