საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ „თელავი“ სტუმრად, 2:1 დაამარცხა.
სტუმრებმა ტაიმი ოთარ მამაგეიშვილის გოლით მოიგეს, შემდეგ შეიკნე სილამაც გაიტანა და უპირატესობა ორამდე გაიზარდა. მასპინძლებმა ერთი ბურთი მალევე გაქვითეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს.
„იბერია“ 55 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 24 ქულით მეცხრეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს.
„დინამო ბათუმმა“ ფოთის „კოლხეთის“ დამარცხება შეძლო საგარეო შეხვედრაში - 1:0. თავი ისევ მარიო ბალბურდიამ გამოიჩინა, რომელმაც მე-16 წუთზე გაიტანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
„დინამო ბათუმს“ 42 ქულა აქვს მეოთხე ადგილზეა, წინ „გაგრასთან“ შეხვედრა აქვს, ხოლო „კოლხეთი“ 29 ქულით მეშვიდეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.
„თელავი“ – „იბერია“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ო. მამაგეიშვილი (16), 0:2 სილა (59), 1:2 გეორგიევიჩი (65)
„კოლხეთი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბალბურდია (16)