ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ ესტუმრა და ისევ მოიგო, ისევ გოლგაუშვებლად.
არნე სლოტის გუნდმა სეზონი იდეალურად დაიწყო, განსაკუთრებით მყარი დაცვის ხაზია, რომლის გარღვევას ამ სეზონში იშვიათად ახერხებენ.
„წითლები“ ძალიან სწრაფად, მეცხრე წუთზე დიოგო ჟოტამ დააწინაურა და მერე არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ისტორიაში მეორედ მოიგო სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხი გასვლითი მატჩი. მანამდე ეს რომ გააკეთა, 2019-2020 წლების სეზონში, ჩემპიონიც გახდა.
ისევ ტრავმა მიიღო ალისონ ბეკერმა, რომელიც ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს. მოგეხსენებათ, გაისად „ლივერპულს“ გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეს...
„ლივერპული“ 7 ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას და ამ ტურის შემდეგ ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს, რადგან „სიტის“ და „არსენალს“ 4 ქულით უსწრებს. სლოტის გუნდი მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „ჩელსის“ უმასპინძლებს.