მადრიდის „რეალი“ ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელის ნიკო პასის განვითარებას აქტიურად აკვირდება.
„სამეფო კლუბმა“ 20 წლის შემტევი ზაფხულში „კომოში“ 6 მილიონ ევროდ გაასხვისა, მაგრამ მისი დაბრუნების უპირატესი უფლება აქვს და ესპანელებიც აკვირდებიან ნიკოს ევოლუციას.
ნიჭიერმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „კომოში“ გამორჩეულია. მან სერია A-ს ექვს მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა.