ფეხბურთი

16:13 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს

პოლ პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შეუმცირეს და მას ფეხბურთის თამაში 2025 წლის მარტიდან შეეძლება.

თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, ფრანგი „იუვენტუსში“ ვერ ითამაშებს, რადგან კლუბი მასთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს, რომელიც ძალაში 2026 წლის 30 ივნისამდეა.

„იუვე“ დისკვალიფიკაციის პერიოდში პოგბას თვეში მხოლოდ 2 000 ევროს უხდის, მაგრამ დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ მასთან გაფორმებული კონტრაქტი გააქტიურდება და ფრანგისთვის „იუვენტუსს“ 2025 წლის მარტიდან 2026 წლის ივნისამდე 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა, ის აღარ შედის კლუბის გეგმებში და მასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.

ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ პოგბაზე დღეს ასეთი კომენტარი გააკეთა: „პოგბა დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია. მასთან დაკავშირებით კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებს. ახლა ჩემთვის მთავარი ხვალინდელი მატჩია, დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

პოგბათი უკვე დაინტერესებული არიან არაბული და ამერიკული კლუბები, ასევე დასახელდა „მარსელის“ ვარიანტიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116518