ფეხბურთი

13:25 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირია:

მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), რობერტ სანჩესი (ჩელსი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ოსკარ მინგესა (სელტა), დანი ვივიანი (ბილბაო), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), პაუ კუბარსი (ბარსელონა), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), პედრო პორო (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (არსენალი), ფაბიან რუისი (პსჟ), პედრი (ბარსელონა), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), ალექს ბაენა (ვილიარეალი)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (მილანი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ხოსელუ (ალ-გარაფა)

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 12 ოქტომბერს დანიას შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ სერბეთს. „ფურია როხას“ ერთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული.

0.130235