ფეხბურთი

10:27 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფანცულაიას გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში „ჟენისმა“ „ტობოლი“ 2:1 დაამარცხა, გიორგი ფანცულაიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა 44-ე წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი. ეს მისი მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

ფანცულაია 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზურაბ თევზაძემ შეუცვლელად ითამაშა. „ტობოლის“ რიგებში მოედანზე 90 წუთი იყო „თორნიკე მოსიაშვილი.

„ჟენისი“ 17 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, „ტობოლს“ კი 30 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზეა.

0.107813