„ნაპოლიმ“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „კომო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. ამჯერად მისი შეფასებები საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა.
Tuttonapoli 6 ქულა: „თამაშში შესვლა გაუჭირდა და „კომოს“ გოლზე დაიგვიანა. მეორე ტაიმში უფრო მეტად იყო ჩართული და პენალტს იმსახურებდა, რომელიც წაართვეს“.
Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „ტაიმი ციმციმების გარეშე, ცოტა უფრო ცოცხალი შესვენების შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, მოლოდინის შესაბამისი საღამო არ იყო, რაც ასევე მისი პირდაპირი მეურვის (ვან დერ ბრემპტის) დამსახურებაა“.
Calciomercato 6 ქულა: „პირველ ტაიმში უფასო ბილეთის მქონე მაყურებელი იყო, მეორე ტაიმში უფრო დაიწყო განათება. საჯარიმოში ორჯერ შევიდა, ერთხელ მორენომ ხელი უბიძგა და პენალტი არ დაინიშნა, მეორედ კი, აუდერო გაავარჯიშა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ 16 ქულით ლიდერობს სერია A-ს, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლის“ სტუმრად შეხვდება.
ხვიჩა კვარაცხელია ახლა საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება, რომლის რიგებში ერთა ლიგაზე უკრაინისა და ალბანეთის წინააღმდეგ შეხვედრებში ითამაშებს.