ფეხბურთი

22:39 | 4.10.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" ზედიზედ მესამე ფრე II ბუნდესლიგაში

გერმანიის II ბუნდესლიგის მერვე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „დარმშტადს“ უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა - 3:3.

მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. „კარლსრუე“ ორჯერ იგებდა, შემდეგ აგებდა, მაგრამ ბოლოს გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა. ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 79-ე წუთამდე იყო. ქართველს პირველ ტაიმში შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა და ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა.

ბუდუ ზივზივაძეს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი (2 საგოლე პასიც) და ბომბარდირთა დავაში ლიდერობას ორ ფეხბურთელთან ერთად იყოფს. ქართველი ფორვარდი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

„კარლსრუე“ 8 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია (4 მოგება, 4 ფრე), მაგრამ ზედიზედ მესამედ ითამაშა ფრე და 16 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „ულმს“ ესტუმრება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 31.10.2020
ogafa (10220)

იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით

23:01 | 29.10.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.

13:35 | 29.10.2020
sokhumsky (447)

წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!

15:37 | 28.10.2020
qomagi (1575)

მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063641