წყალბურთში „დინამო თბილისს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - საკის კეჩაგიასი.
გამოცდილმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩი შეცვალა. კეჩაგიასი საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების მწვრთნელი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებსა და გერმანულ კლუბ „სპანდაუს“.
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“, ხორვატულ „იადრანს“ და სერბულ „რადნიჩკის“ დაუპირისპირდება.