ფეხბურთი

18:55 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: "ჩეხეთსა და საქართველოსთან რთული მატჩები გველოდება"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ჩეხეთსა და საქართველოსთან რთულ მატჩებს ელოდება.

„ამ სანაკრებო ფანჯარაში ორი რთული მატჩი გველოდება. პირველ რიგში ჩეხეთთან მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ძლიერია, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და შეტევაში სწრაფად გადადიან. ორივე რთული თამაში იქნება და რთული ჯგუფია.

ჯიმსიტი გუნდის კაპიტანია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მცირე დაზიანება აქვს, ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. „ატალანტაც“ ჩვენც ველოდებით, როგორ იგრძნობს თავს და ითამაშებს თუ არა შეკრებამდე გუნდში.

არმანდო ბროიას ტრავმა აქვს და 5 კვირა დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის. სი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გვინდა, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს. ასევე დაგვაკლდებიან რეი მანაი, მედონ ბერიშა და კეიდი ბარენი“, - თქვა სილვინიომ.

ალბანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს, პრაღაში ჩეხეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში - საქართველოს. სექტემბერში, საქართველომ ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

0.112121