ფეხბურთი

16:20 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე "ევერტონის" მცველი გამოაკლდა

უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა - ვიტალი მიკოლენკო.

„ევერტონის“ მცველი დაზიანების გამო დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშებს, შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგაც ვერ გავა მოედანზე, რომელთანაც მატჩი ზუსტად ერთ კვირაში, 11 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

მანამდე უკრაინას ტრავმების გამო ტარას სტეპანენკო, ოლეკსანდრ ზინჩენკო და რუსლან მალინოვსკი გამოაკლდა, ხოლო ვიქტორ ციგანკოვის საკითხი გასარკვევია, რომელსაც ასევე დაზიანება აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება.

0.119278