ძიუდო

15:51 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ჯავახიშვილის ოქროს მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილმა 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

18 წლის ძიუდოისტმა ფინალში ჩინელი ჯიანგვან ვანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ლუკამ მანამდე ლიეტუველი, რუსი და ორი ტაჯიკი მეტოქეც დაამარცხა.

საქართველომ მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირზე კიდევ იასპარეზებენ ქართველი ძიუდოისტები - გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი, საბა ქარდავა და თამაზ ბიგანაშვილი, ხოლო ქალთა შორის ნინო პაპიძე იასპარეზებს.

0.117991