ფეხბურთი

13:50 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შვედეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება ირაკლი აზაროვი. სამაგიეროდ, ტრავმების გამო გაბრიელ სიგუა და საბა საზონოვი ვერ ითამაშებენ. განაცხადშია, მაგრამ შვედეთთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ლუკა გაგნიძე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეძლებს თამაშს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი)

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი)

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს, სტუმრად შვედეთს შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს, ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

შესარჩევი ეტაპის ჯგუფიდან ნიდერლანდები უკვე გავიდა პირველი ადგილით, საქართველოს 16 ქულა აქვს, მეორე საფეხურზეა და 3 ქულით უსწრებს ერთადერთ და უშუალო კონკურენტ შვედეთს, სწორედ მათ შორის გადაწყდება მეორე ადგილის ბედი.

ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფის გამარჯვებული, ასევე სამი საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გავა, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი გუნდი პლეი-ოფში დაწყვილდება და ამის შედეგად იბრძოლებენ ფინალური ეტაპის საგზურისთვის.

0.116394