ფეხბურთი

12:09 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი: "უკვე საქართველოსთან თამაშის გვეშინია"

ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა მიხალო კოვალჩუკმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, უკრაინის ნაკრების დონე იქამდე დაეცა, რომ საქართველოსთან თამაშის ეშინია.

„ომის დაწყებიდან უკრაინის ნაკრების დონე მკვეთრად დაეცა, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, რასაც ჯერჯერობით დადებითი არაფერი მოჰყოლია. უკრაინის ნაკრებს ბოლო წარმატება ანდრეი შევჩენკოს ხელმძღვანელობით ჰქონდა, ახლა კი, უკვე საქართველოსთან თამაშის გვეშინია. არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. მახსოვს, ადრე, როცა საქართველოს, მოლდოვას და სომხეთს ვეთამაშებოდით, შედეგზე მშვიდად ვიყავით, ახლა კი, საქართველოს გვეშინია. წარმოიდგინეთ, იქამდე მივიდა უკრაინის ნაკრები, რომ ჩვენთან საქართველო ფავორიტია. გასაგებია, რომ საქართველოს პროგრესი აქვს, მაგრამ უკრაინის ნაკრებმა თავისი დონე ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს“, - თქვა კოვალჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 3 ფრე, 6 წაგება. ეს გუნდები ერთმანეთს 11 ოქტომბერს, პოზნანში შეხვდებიან.

0.110746