ყაზახეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში თემურ ჩოგაძის „ჟეტისუმ“ „სემეი“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა კი გოლი გაიტანა.
ჩოგაძე მოედანზე 88 წუთის განმავლობაში იყო, ხოლო თავი 84-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მისი პირველი გოლია „ჟეტისუში“ მეხუთე შეხვედრაში.