ევროპა ლიგის მეორე ტურში ლატვიურმა რფს-მა სტამბოლის „გალათასარაისთან“ ქულა მოიპოვა (2:2), ლაშა ოდიშარიამ კი შესანიშნავი გოლი გაიტანა.
ლატვიური გუნდი გაცილებით ძლიერ მეტოქესთან 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ თამაში შეატრიალა. 55-ე წუთზე აკრობატულ ნახტომში ლაშამ დალაშქრა თურქული გუნდის კარი და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
ოდიშარია მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს, ხოლო ლუკა სილაგაძე სათადარიგო სკამზე იყო. ოდიშარიას მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
რფს-ს ორ ტურში ერთი ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 24 ოქტომბერს, ფრანკფურტის „აინტრახტს“ ესტუმრება.