ფეხბურთი

20:00 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ნიკო გონსალესიც გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ნიკო გონსალესიც გამოაკლდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ლაიფციგთან“ მატჩის დასაწყისში მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნიკოს ბარძაყი აქვს დაზიანებული და 3-4 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს, შესაბამისად, უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, მათ შორის, ვერ დაეხმარება არგენტინის ნაკრებსაც.

ნიკო გონსალესმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" "ლაიფციგთან" მატჩის სტარტზე გლეისონ ბრემერიც დაუშავდა, რომლის ტრავმა გაცილებით მძიმეა და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.

0.112011