ფეხბურთი

18:20 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლური ნაკრები

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა და ტრადიციულად წრე შეაჯამეს.

მესმაე წრის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავკაცი სტივ კინი დასახელდა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან შოტლანდიელის გუნდი ლიგაში გალიდერდა. საუკეთესო ფეხბურთელად კი, ლუკა ხორხელი დასახელდა.

რაც შეეხება მესამე წრის სიმბოლურ ნაკრებს, შემდეგნაირია:

მეკარე: ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (იბერია), ქაფიანიძე (დინამო ბათუმი), ნიკა სანდოხაძე (ტორპედო), ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო)

ნახევარმცველები: გიზი მამაგეიშვილი (იბერია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია), ლუკა ხორხელი (სამგურალი)

თავდამსხმელები: ტაირელ ვაუტერი (დილა), ბიორნ იონსენი (ტორპედო), გიორგი კოხრეიძე (იბერია)

შეგახსენებთ, რომ დასკვნითი წრის წინ ეროვნულ ლიგას „ტორპედო“ ლიდერობს და უახლოეს მდევრებს, „დილას“ და „იბერიას“ 5-5 ქულით უსწრებს.

0.135111