ფეხბურთი

17:45 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და მბაპე არ გამოიძახა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში კილიან მბაპე არაა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა, დეშამმა ის არ გამოიძახა. ცხადია, სიაში არ არის ანტუან გრიზმანიც, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაადასრულა.

მეკარეები: ალფონს არეალო (ვესტ ჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ბრაის სამბა (ლანსი)

მცველები: ჯონათან კლაუსი (ნიცა), ლუკას დინი (ასტონ ვილა), ვესლი ფოფანა (ჩელსი), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), იუსუფ ფოფანა (მილანი), მატეო გენდუზი (ლაციო), მანუ კონე (რომა), ორელინ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), უსმან დემბელე (პსჟ), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ჩელსი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და 10 ოქტომბერს, ისრაელის ნაკრებს სტუმრად შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს - ბელგიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124978