ფეხბურთი

16:33 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილი: "საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა"

საქართველოს ნაკრებში „სარაევოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი გამოიძახეს, რომელიც ოქტომბრის შეკრებაზე ერთადერთი დებიუტანტია.

მან გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა:

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს ნაკრებში გამოძახება“, - თქვა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი მიმდინარე სეზონში 8 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.115155