ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ბრაზილიელი „ლაიფციგთან“ შეხვედრის დასაწყისში დაშავდა და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა დაზიანება უმძიმესია.
ბრემერმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ოპერაციას უახლოეს დღეებში გაუკეთებენ. ის დაახლოებით 7-8 თვე ვერ ითამაშებს, რაც ნიშნავს, რომ მისთვის ახლახან დაწყებული სეზონი უკვე დასრულდა.
გლეისონ ბრემერი „იუვეს“ დაცვის ხაზის გამოკვეთილი ლიდერია და ეს „ბებერი ქალბატონისთვის“ ძალიან დიდი დანაკლისია. მიმდინარე სეზონში ბრემერმა ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალმა შემდეგ ორ მატჩში 4 ქულის დაგროვება მაინც თუ მოახერხა ჩემი აზრით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ჩემპიონობისთვის. ქულებში დიდი სხვაობა არ იქნება მარა მოიშორებს რთულ მატჩებს ერთი და მეორე ხასიათზე მოვა. მარა აი მესიმ თუ ათრია ოთხშაბათს მერე აღარ ვიცი