„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძვის.
იტალიის ჩემპიონატში გასული თვის MVP ექვს ფეხბურთელს შორის გამოკითხვით აირჩევა. კვარაცხელიას გარდა, ნომინირებული არიან გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), პატრიკ კუტრონე (კომო), კრისტიან პულიშიჩი (მილანი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი) და სანტიაგო კასტრო (ბოლონია).
ხმის მიცემა სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი და ის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კვარაცხელიამ თვის MVP-ის ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში სამჯერ, აგვისტოში, თებერვალსა და მარტში მოიგო, გასულ სეზონში კი, არ მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერსა და მარტში ნომინანტებში ორჯერ იყო. კვარა ასევე მიმდინარე სეზონში, აგვისტოში იყო ნომინანტებს შორის, მაგრამ გამარჯვება მარკუს ტურამმა მოიპოვა.
სექტემბერში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში სამჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.