ფეხბურთი

14:08 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო თამაში, რომელსაც ორჯერ აგებდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, რომლის მიმდინარეობისას ორჯერ აგებდა.

ტურინელები „ლაიფციგთან“ ჯერ 0:1 და მერე 1:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს - 3:2. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთიდან, როცა ანგარიში 1:1 იყო, „იუვენტუსი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, ცოტა ხანში გოლიც გაუშვა, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში დააქამბექა.

„იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 22 ოქტომბერს, „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.

0.119751