ფეხბურთი

13:42 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა „ლივერპულის“ ყველა დროის სამწვრთნელო რეკორდი დაამყარა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი პირველი სპეციალისტი გახდა „ლივერპულის“ ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო ცხრა მატჩიდან რვა მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის მე-2 ტურის მატჩში მერსისაიდურმა კლუბმა იტალიურ „ბოლონიას“ ანგარიშით 2:0 მოუგო. ამრიგად, სლოტს აქვს ხუთი გამარჯვება ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში ექვს თამაშში, ორი მოგება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში, ასევე გამარჯვება ინგლისის ლიგის თასზე 2024/2025 წლების სეზონის დასაწყისში.

45 წლის სლოტმა „ლივერპული" ამ ზაფხულს ჩაიბარა.

0.11974