ფეხბურთი

12:49 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„გამართლება არ არსებობს" - იან ობლაკი „ბენფიკასთან" მატჩში „ატლეტიკოს" გამანადგურებელ მარცხზე საუბრობს

„ატლეტიკოს" მეკარემ იან ობლაკმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში „ბენფიკასთან" (0:4) გუნდის გამანადგურებელი მარცხის შესახებ ჟრნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ასეთი თამაშები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს დაუშვებელია, რადგან ჩვენი სახე უნდა შევინარჩუნოთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ცუდად დავიწყეთ და დღეს ეს ისევ განმეორდა. მეორე ტაიმში სათანადო ხარისხი არ გვქონდა. თავიდანვე კარგად უნდა დავეწყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქეები დაგსჯიან.

არ ვიბრძოლეთ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. საბაბის ძებნას აზრი არ აქვს. რეალობა უნდა მივიღოთ და საქმეს შევუდგეთ, რადგან კვირას რთული თამაში გველოდება“, - ციტირებს ობლაკის სიტყვებს Marca.

პირველ ტურში სიმეონეს გუნდმა გერმანულ „ლაიპციგს“ ანგარიშით 2:1 მოუგო. თავის მხრივ, „ბენფიკამ“ ახალ ფორმატში ჩემპიონთა ლიგის პირველ თამაშში „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა.

0.170195