ფეხბურთი

11:09 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა დროგბას გადაუსწრო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი გახდა

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში აფრიკელ ფეხბურთელებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში იტალიურ „ბოლონიასთან“ (2:0) სალაჰმა გაიტანა გოლი, რომელიც მისთვის 45-ე გახდა მთავარ ევროტურნირში. ამრიგად, მეორე ადგილზე „ჩელსის“ ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბაა, რომელმაც 44 გოლი გაიტანა. მესამე ადგილს 30 გოლით კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო იკავებს.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს სამივე თამაშობდა „ჩელსიში.“.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულმა“ „მილანს“ მოუგო (3:1). მერსისაიდელების მომდევნო მეტოქე ტურნირზე 23 ოქტომბერს „ლაიპციგი“ იქნება.

0.116313