კალათბურთი

22:19 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“.

ესპანურმა კლუბმა პირველ ტურში სტუმრად თურქულ „ქარშიაქას“ 87:76 აჯობა. ესპანელებმა მეორე პერიოდიდან მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ და დამაჯერებლად იმარჯვეს.

შერმადინმა მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი კი არ უსვრია.

„ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 16 ოქტომბერს, „როდესს“ სტუმრად შეხვდება.

0.120764