ფეხბურთი

16:04 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: "კოშტას ვენდობით"

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ იგი დიეგო კოშტასგან ისეთივე წარმატებულ ასპარეზობას ელის, როგორსაც "ფურია როხას" თავდამსხმელი ლონდონის "ჩელსის" რიგებში ახერხებს.

"კოშტასი გვჯერა. ვერ ვიტყვი, რომ ეროვნულ ნაკრებში მისი ასპარეზობა წარმატებულია, მაგრამ მას ვენდობით. ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში რომ არ იყოს, მაშინ ჩვენთან არ იქნებოდა, აქედან გამომდინარე კოშტა გუნდში კარგი სათამაშო ფორმის გამოა. მისგან ისეთივე ასპარეზობას ველი, როგორსაც ლონდონის "ჩელსის" რიგებში ახერხებს" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

დიეგო კოშტამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 7 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო. "ფურია როხას" რიგებში თავდამსხმელმა 6 თამაში ჩაატარა და თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111131