ფეხბურთი

21:22 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სკალონიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებს დაუბრუნდა ლიონელ მესი, რომელიც სექტემბერში გუნდთან ერთად ტრავმის გამო არ იყო. სკალონიმ ნაკრებში გამოიძახა 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკო პასი, რომელიც დებიუტანტია. ის „კომოში“ თამაშობს, ისე კი, „რეალის“ საკუთრებაა.

მეკარეები: ხერონიმო რული (მარსელი), ხუან მუსო (ატლეტიკო), ვალტერ ბენიტესი (პსვ ეინდჰოვენი)

მცველები: გონსალო მონტიელი (სევილია), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ხერმან პეცელა (რივერ პლეიტი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერი), მარკოს აკუნია (რივერ პლეიტი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი)

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (რომა), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ტიაგო ალმადა (ბოტაფოგო), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი), ნიკოლას გონსალესი (იუვენტუსი), ნიკოლას პასი (კომო)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (რომა), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ვალენტინ კარბონი (მარსელი)

არგენტინის ნაკრები 11 ოქტომბერს, ვენესუელას ესტუმრება, ხოლო 16 ოქტომბერს, ბოლივიას უმასპინძლებს. „ალბისელესტე“ შესარჩევ ეტაპს 8 ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერობს.

0.117911