„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მისი გუნდი ფავორიტი არაა.
იტალიელს სურს, რომ წნეხი სხვა გუნდებზე იყოს და არა მის გუნდზე, რადგან ფიქრობს, რომ საუბარი იმის შესახებ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ფავორიტია, მისი გუნდის წნეხის ქვეშ მოქცევას ემსახურება.
„გარდა მცირე გამონაკლისისა, ისტორია გვასწავლის, რომ ჩემპიონატს ყოველთვის ის გუნდი იგებს, რომელსაც ყველაზე მეტი ფინანსური შესაძლებლობები და ხელფასები აქვს. ვინც ფიქრობს, რომ ჩვენზე ზეწოლას ახდენენ, სჯობს საკუთარ თავზე იფიქრონ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.