ფეხბურთი

17:40 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "კვარაცხელიას ნერვიულობა მომწონს, ეს ნიშნავს, რომ გრძნობს გამოწვევას"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს მეშვიდე ტურში „კომოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელიც „მონცასთან“ მატჩში შეცვლის შემდეგ მოედნიდან ძალიან უკმაყოფილო გავიდა. სწორედ ამაზე ჰკითხეს კონტეს:

„კვარა შეცვლის გამო გაბრაზდა თუ მეტოქეების მხრიდან უხეშობაზე? არ დამინახავს, არ ვიცი საკუთარ თავზე გაბრაზდა თუ არა, მან ის გააკეთა, რაც უნდა გააკეთებინა: გოლი გაიტანა, კარგად ითამაშა, მაგრამ ყვითელი ბარათი ჰქონდა, ცოტა განერვიულებული იყო, ბევრს აპროტესტებდა, რაც მისთვის უჩვეულოა, მაგრამ მომწონს ეს ნერვიულობა, ეს ნიშნავს, რომ ის თამაშში ჩართულია, გრძნობს გამოწვევას, მაგრამ შვიდად უნდა დარჩეს მსაჯთან მიმართებაში, რადგან თამაშის 11 ფეხბურთელით დასრულება გვსურს. თუმცა, ვხედავ თამაშში ჩართულს, ემოციურადაც და მინდა ასეთი ფეხბურთელები ვნახო, თუნდაც მსაჯზე გაბრაზებული, ეს ნიშნავს, რომ თამაშში ბოლომდე ჩართული არიან“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

0.109288