ფეხბურთი

15:00 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბევრი მატჩია, რაც ხარისხის დაცემას და ტრავმებს იწვევს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბევრი თამაშია, რაც ხარისხის დაცემას და ბევრ ტრავმას იწვევს.

იტალიელის აზრით, მატჩების რაოდენობა რომ შემცირდეს, ფეხბურთის ხარისხი მოიმატებს.

„პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ საკითხი საკმაოდ ნათელია. ძალადობრივი ქმედებები და მოძალადე ფეხბურთელები მოედანზე არ უნდა იყვნენ. რაც შეეხება კალენდარს, მას ფედერაციები და ლიგები ადგენენ და ეს ყველაფერს ართულებს. მეტი ტრავმაა და პირველ რიგში, ხარისხი ეცემა. უფრო ნაკლები თამაში რომ იყოს, უკეთესი შოუს ნახვა იქნება შესაძლებელი.

მბაპეს მდგომარეობა უკეთესდება, დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა, მაგრამ გარისკვა არ გვინდა“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.116948