ფეხბურთი

11:05 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "თამაშით კმაყოფილი ვარ, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ „ლევერკუზენთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მარცხის მიუხედავად, პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, თუმცა მსაჯი გააკრიტიკა.

„ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამ სეზონში ყველაზე მეტად მომეწონა ჩემი გუნდის თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ფანტასტიკურად ვითამაშეთ, ბევრი შანსიც გვქონდა, გოლი დაგვაკლდა, მაგრამ „ლევერკუზენის“ მსგავს გუნდთან ადვილი არაა. დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ თავდაჯერებულიც უნდა ვიყოთ. კმაყოფილი ვარ, არა შედეგით, არამედ იმით, თუ რა თამამად ვითამაშეთ.

პენალტი? ყველაზე უცნაური ისაა, რომ VAR-ზეც არ შეამოწმეს. ჩემი აზრით პენალტი იყო. მსაჯს დღეს ჩვენს წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირდა და არ ყოყმანობდა. ჩემი ჩვევა არაა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ როცა ეს ხდება, უნდა აღინიშნოს“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ქულის გარეშეა.

0.106528