ფეხბურთი

1:28 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: გუნდები სხვადასხვა სიმაღლეზე
გრანდებსა და სხვა გუნდებს შორის სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი მეტი ინტერესის გაჩენის მიზნით შემოიღეს, მაგრამ ჯერჯერობით, რაც ჩანს, შეიძლება ასე არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტურში ისეთი ანგარიშები დაფიქსირდა, კლასში სხვაობა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდია.

„დორტმუნდმა“ გლაზგოს „სელტიკი“ 7:1 გაანადგურა, კარიმ ადეიემის ლიდერობით, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და პენალტიც მოიპოვა. ცნობისთვის, იმავე „სელტიკმა“ პირველ ტურში „სლოვანი“ გაანადგურა 5:1... „დორტმუნდს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს, მის კალენდარსაც თუ გადავხედავთ, უკვე შეიძლება თქმა, რომ 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა არ გაუჭირდება.

„ბარსელონამ“ ბერნის „იანგ ბოიზი“ 5:0 გაანადგურა, რობერტ ლევანდოვსკის დუბლით. კატალონელებმა „მონაკოსთან“ წაგების შემდეგ მოახერხეს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება ჩემპიონთა ლიგაზე.

მილანის „ინტერმა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ გაანადგურა 4:0, თანაც გადახალისებული შემადგენლობით. ამ მატჩშიც უდიდესი სხვაობა იყო კლასში - ცა და დედამიწა. აქვე ვახსენოთ, რომ „მანჩესტერ სიტიმაც“ ვარჯიშით იმარჯვა „სლოვანთან“, რაზეც ცალკეც დავწერეთ.

დაძაბულობას ელოდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა დღის მთავარ დუელში, რომელშიც „არსენალმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ უმარტივესად 2:0 დაამარცხა. პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს ლონდონელებმა მატჩის ბედი და სამი ქულა მოიპოვეს.

„ლევერკუზენი“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა „მილანთან“ და მოიგო, მაგრამ მხოლოდ 1:0. არადა, გერმანელებმა მართლა ბევრი მომენტი შექმნეს. ჩაბი ალონსოს გუნდი უდანაკარგოა ორი ტურის თავზე, „მილანი“ - უქულო.

ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, პსვ ეინდჰოვენსა და ლისაბონის „სპორტინგს შორის, სადაც გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს.

„არსენალი“ - პსჟ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰავერტცი (20), 2:0 საკა (35)

„ბარსელონა“ – „იანგ ბოიზი“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 რაფინია (34), 3:0 მარტინესი (37), 4:0 ლევანდოვსკი (51), 5:0 კამარა (81, ა.გ)

„ლევერკუზენი“ – „მილანი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბონიფასი (51)

„დორტმუნდი“ – „სელტიკი“ 7:1 (5:1)

გოლები: 1:0 ემრე ჯანი (7, პენ), 1:1 მაედა (9), 2:1 ადეიემი (11), 3:1 ადეიემი (29), 4:1 გირასი (40, პენ), 5:1 ადეიემი (41), 6:1 გირასი (66), 7:1 ნმეჩა (79)

„ინტერი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (11), 2:0 არნაუტოვიჩი (59), 3:0 ლაუტარო მარტინესი (71), 4:0 ტარემი (81)

პსვ ეინდჰოვენი - „სპორტინგი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სხოუტენი (15), 1:1 ბრაგანსა (84)

0.116758