„ნაპოლის“ ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც მისი თანაგუნდელი ოდესმე ყოფილა.
„ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ნამდვილად რომელუ ლუკაკუა, ხოლო ტექნიკურად ყველაზე ძლიერი - კვარაცხელია. ხვიჩა ამ ნიჭით ყველაზე მეტადაა დაჯილდოებული. მეტოქის რანგში კი, ცხადია, რომ ყველაზე ძლიერი ლეო მესია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“, - თქვა მაკტომინეიმ.
შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა.