ფეხბურთი

17:21 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

„ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი გავლენიანმა ესპანურმა გამოცემებმა, As-მა და Marca-მ გამოარჩიეს.

გიორგიმ „ალმერიას“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდი გამარჯვებაში (4:2) დიდი წვლილი შეიტანა, რადგან 2:2-ზე ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ ძალიან კარგი საგოლე პასიც მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ამას დავუმატოთ ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩში გატანილი ორი გოლი - მოკლედ, ყველაფერი ნათელია, ქოჩორაშვილი დიდებულად ირჯება. „ლევანტე“ 14 ქულით ლიდერია ლა ლიგა 2-ში და 6 ოქტომბერს, „ოვიედოს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105633