ფეხბურთი

14:24 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: „ჩემთვის ახლა აღარ არის მნიშვნელოვანი საუკეთესო ვიყო“

საუდური „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა მის პროფესიულ კარიერაში დარჩენილ დროზე და ასევე თქვა, რომ მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს.

„ამჟამად მხოლოდ ფეხბურთით ვტკბები, რადგან ვიცი, რომ მოედანზე ბევრი დრო არ დამრჩა. ახლა ჩემთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, ვიყო საუკეთესო მოთამაშე ან მოვიგო ჯილდოები. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია გართობა და ჩემი გუნდის დახმარება,“ - ციტირებს რონალდუს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

მიმდინარე სეზონში 39 წლის რონალდუმ ყველა ტურნირზე შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.138891