„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა - გვამცნობს Relevo.
ინიესტა გადაწყვეტილებას სამშაბათს, 8 ოქტომბერს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ სისტემაში 1996 წლიდან 2018 წლამდე იყო. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე პირველი გუნდის შემადგენლობაში 674 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 57 ბურთი გაიტანა და 136 საგოლე გადაცემა შეასრულა. ანდრესი ასევე იაპონურ „ვისელ კობეში „თამაშობდა, სადაც ესპანელმა ყველა ტურნირზე 134 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინიესტას ბოლო კლუბი არაბეთის გაერთიანებული საემიროების „ემირეითსი“ გახლდათ.