ფეხბურთი

23:15 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კამბიაზო: "ჩემთვის ამ დროისთვის ყველაზე რთული მეტოქეები კვარაცხელია და ლეაუ არიან"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ანდრეა კამბიაზომ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ არიან.

იტალიელმა ფეხბურთელმა ამ შეკითხვას ბავშვებთან შეხვედრისას უპასუხა, რომლებსაც ის კლუბმა შეახვედრა, სადაც ბავშვები კამბიაზოს შეკითხვებს უსვამდნენ, პრესკონფერენციაზე...

„ყველაზე რთული მეტოქე? ბევრი არიან, მაგრამ დღემდე ალბათ, ლეაუ და კვარა „ნაპოლიდან“, ორივე ძალიან ძლიერი გარემარბია“, - თქვა კამბიაზომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა კამბიაზო „იუვენტუსის“ რიგებში 2023 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „ბოლონიას“ და „ჯენოას“ რიგებში ირჯებოდა.

0.110696