ფეხბურთი

22:44 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის დუბლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ სტუმრად „შიროკი ბრიეგს“ დაუზავდა (3:3), ხოლო ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა.

გულიაშვილმა 44-ე წუთზე ჯერ პენალტით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 48-ე წუთზე შესანიშნავი გოლით წინ გაიყვანა თავისი გუნდი (2:1). საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

„სარაევო“ 18 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „ველეჟ მოსტარს“ შეხვდება, გუნდს, რომლის რიგებში გასულ სეზონში გულიაშვილი თამაშობდა.

0.144517