ფეხბურთი

21:15 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

WU17 | საქართველომ აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. სალომე ხუბულურის გუნდმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მეტოქეს 2:0 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. 86-ე წუთზე წიქარიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც რუსთავში 27 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.

NAKREBI.GE

0.112808