საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტური ძალზე დრამატული და დაძაბული შეხვედრით დაიწყო, რომელშიც „იბერიამ“ „სამგურალს“ 4:3 აჯობა.
ლევან კორღალიძის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და შეცდომის უფლება აღარ აქვს. ამიტომ, თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს, უკვე მე-17 წუთისთვის გიზი მამაგეიშვილის და შეიკნე სილას გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
თუმცა, მიხეილ აშვეთიას გუნდმა მოახერხა მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა: ლუკა ხორხელმა დუბლი შეასრულა, მესამე ილია ახვლედიანმა შეაგდო და „სამგურალი“ დაწინაურდა. წყალტუბოელები ახლოს იყვნენ 3 ქულასთან, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს.
მატჩის გმირი შეცვლაზე შესული ვეტერანი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე გახდა, რომელმაც „იბერია“ წინა ტურში მარცხისგან იხსნა, ამჯერად კი მოაგებინა. სიხარულიძემ 79-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:4.
„იბერია“ 52 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „თელავს“ ესტუმრება, ხოლო „სამგურალს“ 31 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და შემდეგი შეხვედრა „დინამო თბილისთან“ ელოდება.
„სამგურალი“ – „იბერია“ 3:4 (1:2)
გოლები: 0:1 გ. მამაგეიშვილი (9), 0:2 სილა (17), 1:2 ლ. ხორხელი (24), 2:2 ლ. ხორხელი (53), 3:2 ახვლედიანი (59), 3:3 სიხარულიძე (79), 3:4 სიხარულიძე (90)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკანასკნელი გლადიატორი!
და შემდეგ ამერიკისკენ აიგებს გეზს
კვეკვესკირზე დავწერ ორიოდე სიტყვას. ტრანსფერმარკეტის მონაცემებზე დაყრდნობით ვწერ რომ 10.3 მილიონიანი აზერბაიჯანის მოწინავე გუნდიდან გადავიდა 9.5 მილიონიანი საშუალო დონის ყაზახურ გუნდში.
ჩემი აზრით რეგრესი არ არის. პირიქით, უკეთეს ჩემპიონატში გადავიდა და თუ მოინდომებს მეტადაც განვითარდება. დიდად არა მაგრამ...
ედიდესი მოვლენა ფეხბურთის ისტორიაში