ფეხბურთი

15:40 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუჩაშვილი: "ბურთით თავს კომფორტულად ვგრძნობ, ეს ქართული სტილია"

ტირასპოლის „შერიფის“ ფეხბურთელმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ახალ გუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა და „დაჩიასთან“ თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (3:1).

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

„ჩემი თამაშია, როცა ბურთი მაქვს. ნახევარმცველის პოზიციაზე თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს და ვცდილობდი მაქსიმალურად გამეკეთებინა ჩემი საქმე. როცა ხშირი კონტაქტი მაქვს ბურთთან და თანაგუნდელებთან, უკეთ ვთამაშობ. დღეს გოლების გატანაზე კი არა, გუნდის მოგებაზე ვფიქრობდი. ძალიან მიხარია, რომ ამ სამი გოლით გუნდს დავალების შესრულებაში დავეხმარე. სხვათა შორის, ეს ჩემს პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკია, რის გამოც საოცრად ბედნიერი ვარ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, თითქოს ბურთი სულ მქონდა და ვთამაშობდი, გუნდის შეტევები ჩემგან იწყებოდა. როდესაც ბურთი მაქვს, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ეს ჩემი სტილია, შეიძლება ითქვას ქართული.

„შერიფში“ მთავარი მიზანი ჩემპიონობაა. იმედი მაქვს, ეს გამოვა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ვითამაშებ“, - თქვა მამუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილი „შერიფს“ ზაფხულში შეუერთდა და მოლდოვურ კლუბში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

0.12677