ფეხბურთი

15:10 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "მიქაუტაძეს ვენდობი, გოლს აუცილებლად გაიტანს"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „ტულუზთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გიორგი მიქაუტაძის შესახებ გააკეთა.

როგორც მან თქვა, ადრე თუ გვიან, გიორგი გოლს გაიტანს და მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოს:

„ვესაუბრე იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ნამდვილად მაწუხებდა. ვუთხარი ჟორჟს, რომ შეიძლება 200 მომენტი ერ გამოიყენოს, მაგრამ 201-ეს გაიტანს. ამიტომ, გუნდის სამსახურში უნდა დარჩეს. ნახავს, გუნდი დაუბრუნებს იმას, რასაც მისცეს და ვფიქრობ, ეს გაიგო. ის უფრო მომეწონა მეორე ტაიმში, გოლის გატანაც შეეძლო კუთხურიდან თავური დარტყმით. გოლს გაიტანს, აუცილებლად. ნამდვილად ვენდობი ფეხბურთელებს, რომლებიც მუშაობენ და სწორ დამოკიდებულებას ავლენენ“, - თქვა საჟმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ ჯერჯერობით 7 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115066