ფეხბურთი

13:55 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა მოულოდნელად დაასრულა. ამის შესახებ 33 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.

„მოგონებებით სავსე გულით ჩემი ცხოვრების ამ თავს ვხურავ. მადლობა საოცარი თავგადასავლისთვის, მალე შევხვდებით“, - დაწერა გრიზმანმა.

ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობდა და 137 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2022 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 2016 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

გრიზმანი საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირებში 44 გოლით მეოთხე ადგილზეა ოლივიე ჟირუს, ტიერი ანრისა და კილიან მბაპეს შემდეგ. ასევე მეოთხე ადგილს იკავებს მატჩების რაოდენობით ჟირუსთან ერთად, მხოლოდ უგო ლორისსა და ლილიან ტურამს ჩამორჩება.

0.116043