„ატლეტიკოს“ და „რეალის“ მატჩი სკანდალური გამოდგა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში შეწყვეტილიც იყო.
„სამეფო კლუბის“ გოლის შემდეგ „ატლეტიკოს“ ფანებმა მოედანზე სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს, ტიბო კურტუამ კი, მსაჯთან სანთებელა მიიტანა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
ბელგიელი მეკარე მატჩის შემდეგ დიეგო სიმეონემ გააკრიტიკა.
„რაც მოხდა, სწორი არ არის, მაგრამ ჩვენ სიტუაციას ხელს არ ვუწყობთ, როცა პროვოცირებას ვახდენთ და ხალხი ამაზე ბრაზდება. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიცოდეთ, რომ გოლის აღნიშვნის დროს ტრიბუნებისკენ არ უნდა გავიხედოთ ჟესტები არ უნდა გავაკეთოთ. ხალხი თავისით არ ბრაზდება, რაღაცის გამო ბრაზდება და ჩვენ ვეხმარებით გაბრაზებაში“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა მადრიდის „ატლეტიკოშიც“ თამაშობდა, შესაბამისად, მის მიმართ აგრესია განსაკუთრებული იყო. მადრიდული დერბი ფრედ, 1:1 დასრულდა.