ფეხბურთი

10:27 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "გვაქვს დნმ, რომლის მიხედვით არასდროს ვნებდებით"

„ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ალმერიასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ, რომელშიც გოლით და საგოლე პასით გამოირჩა, კომენტარი გააკეთა.

„კარლოს ალვარესთან კონტაქტს ყოველთვის ვცდილობ, ძალიან ვენდობი, ერთი თვალით ყოველთვის ვეძებ და ეს იცის. მეც ვთხოვ, რომ მეძებოს. ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშის დასაწყისით, დავწინაურდით, მაგრამ გაშვებულ გოლებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. გუნდს აქვს დნმ, რომლის მიხედვით არასდროს ნებდება.

გულშემატკივრები ძალიან გვეხმარებიან, როცა სირბილის ძალა გვაქვს, ისინი ენერგიას გვაძლევენ. მათ ვთხოვ, რომ ასე გააგრძელონ და ვეცდებით, ჩვენც იგივე გადავცეთ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ამას დავუმატოთ ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩში გატანილი ორი გოლი - მოკლედ, ყველაფერი ნათელია, ქოჩორაშვილი დიდებულად ირჯება. „ლევანტე“ 14 ქულით ლიდერია ლა ლიგა 2-ში და 6 ოქტომბერს, „ოვიედოს“ შინ დაუპირისპირდება.

0.125063