ფეხბურთი

2:37 | 30.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ირაკლი ეგოიანის წარმოუდგენელი გოლი ნიდერლანდებში: მაკრატელა საჯარიმოს გარედან! (+VIDEO)

ნიდერლანდების მეორე დივიზიონში არნემის „ვიტესის“ ფეხბურთელმა ირაკლი ეგოიანმა წარმოუდგენელი გოლი გაიტანა.

მერვე ტურში „გრააფსხაპის“ წინააღმდეგ 20 წლის ქართველმა საჯარიმოს გარედან მაკრატელა დარტყმით მოახერხა გოლის გატანა... ფანტასტიკური გოლი იყო, თუმცა „ვიტესი“ მაინც დამარცხდა - 1:3.

ეგოიანს მიმდინარე სეზონში შვიდ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მან წინა ტურში „აიაქსის“ მეორე გუნდთან გამოიჩინა თავი. ირაკლი ეგოიანი „ტვენტეს“ აღზრდილია და „ვიტესს“ სეზონის წინ შეუერთდა. ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.

„ვიტესი“, რომელსაც 6 ქულა ჩამოკლებული აქვს, 4 ქულით მხოლოდ მე-19 ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:53 | 09.09.2023
Kobe Bean (21723)

პეკატაც მოტყდა ნაკრებიდან თუმცა ეგ უკეთესიცაა,ბრუნო ჩაჯდა.2 ნახევარცმველიანში ბრუნო უკეთესია

16:46 | 09.09.2023
Kobe Bean (21723)

ცენტრფორვარდი არ ყავს ბრაზილიას კარგი,დანარჩენი შეუძლია ძლიერი ნაკრების გამოყვანა.ანტონის დედისხვნაც გასათვალისწინებელია,ეგეც გამოაკლდათ.კაზემირო-ბრუნო ცენტრში კარგია,ვინიციუსი ნეიმარი რაფინიაც კარგი შეტევაა და რიჩარლისონია სუსტი.რაფინიაც ნაცვლად როდრიგოს დაყენებაც შეიძლება

16:48 | 09.09.2023
Kobe Bean (21723)

ჟეზუსიც სუსტია თორემ ეგეც შეიძლება ცხრიანზე.მარტინელი ვერ მოხვდება ამ გუნდში,ვინიციუსი შეუცვლელი მარცხენა ვინგია დღეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075274